როგორ აღმოვაჩინე დუკანის დიეტის შესახებ და როგორ აღმოაჩინა დუკანმა, რომ შეუძლია ადამიანებს გახდომაში დაეხმაროს

ჩემს მეგობარს საფრანგეთიდან ესტუმრა ამხანაგი – მარიანი, რომელთან ერთადაც რომელიღაც კაფეში ვისხედით ერთერთ საღამოს. არ მახსოვს როგორ ჩამოვარდა საუბარი დიეტასა და გახდომაზე, ალბათ მე გავახმოვანე ჩემი სურვილი დავიკლო რამდენიმე კილო, ეგრე იქნებოდა რადგან მარიანი უტაქტო გოგო არ არის.

მან მაშინ მითხრა, რომ საფრანგეთში არის ძალიან გავრცელებული დიეტა, რომელიც ძალიან მოდაშია, ყველა მას იცავს და ძალიან დიდი ხანია უკვე ასეა. მისი და და დედაც მაგ დიეტაზე ყოფილან და მის დას ორ თვეში 12 კილო დაუკლია!! მოკლედ, ძალიან კმაყოფილები არიანო. ასე გავიგე დუკანის დიეტის შესახებ.

მარიანმა მითხრა, რომ აუცილებლად გამომიგზავნიდა დუკანის წიგნს სახელად “არ ვიცი როგორ გავხდე”*, სადაც მას დაწვრილებით აქვს ახსნილი მისი დიეტის პრინციპები. საფრანგეთში ეს წიგნი უკვე 10 წელია გამოსულია და თურმე დღესაც ის გაყიდვების თავშია, ის მეორე ადგილზეა ჰარი პოტერის შემდეგ.

დუკანს კი თავისი ნიჭი ადამიანებს დაეხმაროს გახდომაში აღმოუჩენია დიდი ხნის წინ, მაშინ როდესაც ჯერ ნევროლოგიაში მუშაობდა. ერთ დღეს მასთან მსუქანი მეგობარი მივიდა თხოვნით, იქნებ წონის დაკლებაში დამეხმაროო, ოღონდ ხორცი ძალიან მიყვარს და მაგას ნუ ამიკრძალავო, სხვა რასაც გინდა ყველაფერს გავაკეთებო. მისი დაჟინებული თხოვნის გამო დუკანმა დაავალა მომდევნო 5 დღე ხორცის გარდა სხვა არაფერი ეჭამა. ხუთი დღის შემდეგ მიღებულმა შედეგმა ძალიან გააოცა ორივე. დროთა განმავლობაში დუკანმა დიეტა დახვეწა და ასე წარმოიშვა მისი პროტეინების დიეტა.

დუკანის დიეტა 4 ეტაპად იყოფა:

  1. შეტევა, მოკლე და ეფექტური
  2. მგზავრობა, სასურველ წონის მიღწევამდე
  3. შენარჩუნება, 10 დღე დაკლებულ თითო კილოზე
  4. საბოლოო სტაბილიზაცია, კვირაში ერთხელ პროტეინების დღე

შემდგომ უკვე დაწვრილებით დავწერ დუკანის დიეტის შესახებ.

* Je ne sais pas maigrir, Dr Pierre Dukan

Advertisements
This entry was posted in დუკანის დიეტა. Bookmark the permalink.

11 Responses to როგორ აღმოვაჩინე დუკანის დიეტის შესახებ და როგორ აღმოაჩინა დუკანმა, რომ შეუძლია ადამიანებს გახდომაში დაეხმაროს

  1. ana ამბობს:

    damainteresa dzalian shenma blogma . warmatebebi blogingshic da daklebashic :* aba shen ici

  2. თამთა ამბობს:

    მადლობა. გამიხარდა რომ ჩემმა ბლოგმა უკვე ინტერესი გამოიწვია.

  3. ana ამბობს:

    65 kilo viyavi daaxloebit sharshan am dros da 8 kiloti naklebi var axla stabilurad . organizmi mivachvie nakleb chamas da amovisuntqe ) arada tavidan ise michirda gadzleba..

  4. თამთა ამბობს:

    ვააა, ძალიან მაგარი ხარ ana :) მე მხოლოდ ნაკლების ჭამით ვერ ვიკლებ სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან მიხარია როცა ვიგებ, რომ ვიღაცამ დაძლია თავისის ჭარბი წონა. იმედს მაძლევს რომ მეც შევძლებ :)

  5. Despera ამბობს:

    gamarjoba tamta,martaliamozveldaesblogi,magram meexlaagmovachine,mainteresebs tudaikeli, an tu gaakete bolomde eg diukanis dieta.

  6. თამთა ამბობს:

    გამარჯობა დესპერა, დავიკელი, ზუსტად რა სიჩქარით არ მახსოვს, დაახლოებით 10 კილო სამ თვეში… მაგრამ სამი თვის თავზე ახალი წელი მოვიდა და დიეტა ვეღარ გავაგრძელე. დიეტის დაცვის პერიოდში ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ძალიან გამიადვილდა.
    მე უბრალოდ ნებისყოფა არ მეყო :(

  7. ana ამბობს:

    მოგესალმებით მე დიდი ხანია ვიცი დუკანის დიეტის შესახებ მაგრამ ყოველთვის შორიდან ვუყურებდი ორჯელ დავიწყე და ორჯერვე შევწყვიტე პირველი ფაზის გადალახვა ძალიან გამიჭირდა.
    ამჯამად კიევ დავიწყე დუკანის დიეტა ერთი კვირა გავქაჩე პროტეინის ფაზა ანუ პირველი ფაზა მერე მეორე ფაზაზე გადავედი მაგრამ პასკა შევჩამე და დავარგვიე მინდა ჩვეულებრივ გავაგრძელე და რამე შეცდომა ხომ არ ვარის
    და რა მინდა გთხოვოთ დუკანის წიგნი სად უნდა მოვიძიო ძალიან მინდა.
    საერტოდ 50 კილო ვიყავი უშვილობაზე ვმკურნალობდი და მოვიმატე 30 კილო 80მდე ვიყავი და ბოლოს გავცდი კიდეც უკვე მეორე წელია რაც ვდიეტობ ვარჯიშობ მასაჟებს ვიკეთებ და რავიცი რას აგარ ვაკეთებ და რავიცი ძალიან მომწონ ეს დიეტა კარგი უნდა იყოს დზალიან გთხოვთ რაიმე კარგი რჩევა ან უნფორმაცია თუ შეგიძლიატ მომცეთ ამჯამად 70 კილო ვარ წინასწარ დიდი მადლობა

  8. მარია ამბობს:

    ძალიან დიიიდი სტიმული ხარ ჩმთვის, მოკლედ ჩემმა ახლობელმა ამ დიეტით 15 კილოგრამი დაიკლო და 1 წლის წინ და იმის შემდეგ გრამიც არ მოუმატებია :)) მეც დავიწყე მაგრამ რადგან ზუუსტად რაღაცეები ვერ დავადგინე თავი დავანებე.. მაგალითად არ ვიცი ხორცი რამდენი გრამი შიძლება დგეში ან რომელი სითხის მიღბა შემიძლია დიეტის განმავლობაში..
    მეც დავიწყებ და შედეგებს გეტყვით:)) წარმატებებიი

  9. maia ამბობს:

    gamarjobat mixaria tu vinmes sxvisi daxmarebis survli gauchndeba ufasod radgan yvela yvelafrshi gamorchenas edsebs aba dagelodebit imedia shegvexmianebi da dagvexmarebi roca daikleb

  10. natia ამბობს:

    gtxovt momweret es dieta

  11. sofo ამბობს:

    meotxe faza ramdeni xani grdzeldeba, ??madloba winaswar

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s